შრომის უსაფრთხოება

აქციის მონაწილეები კალაძესთან "სამუშაო ფორმატში" შეხვედრაზე უარს აცხადებენ

EMC

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები უარს ამბობენ, თბილისის მერს კახა კალაძეს "სამუშაო ფორმატში" შეხვდნენ. მათ აქციაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერი სწორედ ამ ფორმატში შესახვედრად გამოთქვამს მზადყოფნას.

"ჩვენ ამოვწურეთ სამუშაო ფორმატში მრგვალ მაგდასთან ჯდომა", "მობრძანდეს მოქალაქეებთან, დღესვე დაიწყონ ცვლილებები", "აღარანაირი სამუშაო ფორმატი აღარ იარსებებს" - ამბობენ აქციის მონაწილეები და სკანდირებენ "სოლიდარობა მუშებს", "სიკვდილით სავსე ქალაქი".

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

მომიტიბგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა.

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები