Game of thrones

კვდება თუ არა არია GOT-ის ბოლო სეზონში - მეისი უილიამსის საპირველაპრილო ხუმრობა

​სამეფო კარის თამაშების მსახიობმა, მეისი უილიამსმა, რომელიც არია სტარკის როლს ასრულებს, ჯიმი ფელონის შოუში მისი საკულტო პერსონაჟის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც, როგორც შემდგომში გავიგეთ, აპრილის ხუმრობა აღმოჩნდა.

მსახიობის მიერ ფინალური სეზონის ერთ-ერთი მთავარი სპოილერის წამოცდენის შემდგომ, ყველამ დავიჯერეთ არია სტარკის სიკვდილი, მაგრამ კულისებიდან გამოსულმა მეისი უილიმსმა და ჯიმი ფელონმა ნამდვილი საპირველაპრილო ხუმრობა მოგვიწყეს.

ნახეთ სრული ვიდეო;

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=127&v=vw2SaHkGfss]

 შეგახსენებთ, რომ Game of Thrones-ის მერვე სეზონი 14 აპრილს გამოდის.

კომენტარები