აუტისტური სპექტრი

საქართველოში აუტიზმის კომპლექსური ცენტრის მშენებლობა იგეგმება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება, რომელიც 16 წლის ასაკის ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მოემსახურება. 

"მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში“, - თქვა პრემიერმინისტრნა მამუკა ბახტაძემ პროექრის პრეზენტაციაზე.

აუტიზმის ეროვნულ ცენტრს "აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ ააშენებს. კახა კალაძის თქმით, ფონდს დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა თბილისის მერიამ გადასცა.

"მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე. მზად ვარ, თქვენთან ერთად ჩავება კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ბიზნესსექტორის მეტი წარმომადგენელი ჩავრთოთ აღნიშნულ საპატიო პროცესში და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და სახელმწიფოს თანადგომით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს" - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აუტიზმის ეროვნულ ცენტრში არსებული სერვისები 16 წლის ზემოთ ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

"კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს" - აცხადებს მერია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება/დასრულდება ცენტრის მშენებლობა და რა იქნება პროექტის ღირებულება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები