თაღლითობა

7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირს, ვინც უცხოეთში დასაქმების დაპირებით, 37 ადამიანს ფული გამოსძალა

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გამოძიების მასალების მიხედვით, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, დ.ს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლა 37 მოქალაქის კუთვნილ თანხას ჯამში - 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.

დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ წარედგინა. ქუთაისის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. 

კომენტარები