ქართული კინო

"ნამეს" ოპერატორმა, გიორგი შველიძემ მოსკოვში კინოდაჯილდოებაზე ჩასვლაზე უარი თქვა

AT.ge

საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინფორმაციით, ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე, ფილმისთვის "ნამე", ევრაზიის კინოფესტოვალზე, EAST-WEST. GOLDEN ARCH-ზე საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაშია წარდგენილი.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან სერგეი ლოზნიცა და პაველ პავლიკოვსკი.

კინემატოგრაფიის ცენტრის ინფორმაციით, ქართველმა ოპერატორმა მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მან წლის აღმოჩენის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

კომენტარები