კრიმინალი

რუსთავში მაღაზიის გამყიდველის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

flickr

რუსთავში მაღაზიის გამყიდველზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 1995 წელს დაბადებულ ს.მ-ს, 1996 წელს დაბადებულ ბ.ხ-ს და 1993 წელს დაბადებულ ლ.ბ-ს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"დაკავებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, რუსთავში, მე-15  მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს.

დაშავებული პირი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას 
საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს.

კომენტარები