OSGF: ამომრჩევლის უმეტესობისთვის პარტიის ლიდერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო პროგრამა

"ღია საზოგადოება - საქართველოს" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის, 46%-სთვის ხმის მიცემის დროს უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ლიდერი და არა საარჩევნო პროგრამა.

საარჩევნო პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია 39%-სთვის, ხოლო 16%-მა არ იცის, ან კითხვას არ უპასუხა.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 66%-მა თქვა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა არ წაუკითხავს. კითხვაზე - წაგიკითხავთ თუ არა ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა?, დადებითად 33%-მა უპასუხა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. CRRC საქართველომ გამოკითხვა 2018 წლის 16-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულია 1786 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია.

კომენტარები