სულელური სიარულის აღლუმი

უნგრეთში, პირველი აპრილის აღსანიშნად "სულელური სიარულის" აღლუმი გაიმართა - ვიდეო

უნგრეთის ქალაქს ბუდაპეშტში, პირველი აპრილის აღსანიშნად ასეულობით ადამიანმა "სულელური სიარულის" აღლუმი გამართა.

ორგანიზატორების თქმით, მათ სურდათ ადამიანებისთვის მიეცათ შანსი, რომ ერთი დღით დაევიწყებინათ თავიანთი ყოველდღიური პრობლემები და გართობა შეძლებოდათ.

"სულელური სიარულის" აღლუმის იდეა ინსპირირებული იყო 1970-იან წლებში გადაღებული მონტი პაითონის კომედიური სერიიდან "სულელური სიარულის მინისტრი", სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი საკმაოდ უცნაურად დადის.

კომენტარები