სექსუალური შევიწროება

OSGF: მოსახლეობის 18% სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების არსებობაზე მიუთითებს

quickanddirtytips.com

ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 17.8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება. თბილისში ასე მოსახლეობის 26.9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%.

საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21.2%, ხოლო კაცების 13,7%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე ხდება დისკრიმინაცია სქესის გამო, 29%-ის აზრით კი, დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო. 15% მიუთითებს დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევაზეც.

ამასთან, გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალებს სამახურიდან უფრო ხშირად ათავისუფლებენ უსაფუძვლოდ, ვიდრე კაცებს. 23%-ის აზრით, ერთსა და იმავე პოზიციაზე ქალებს უფრო ნაკლებ ანაზღაურებას უხდიან, ვიდრე კაცებს. 26% მიიჩნევს, რომ ქალებს ხელმძღვანელ პოზიციაზე არ ასაქმებენ, 34%-ის აზრით კი დამსაქმებლებს კაცის დასაქმება ურჩევნიათ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

კომენტარები