რულოვსი: იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილი დავაფიქსირე, დღეიდან ზუგდიდელი ვარ

odishinews.ge

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, დღეს ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა. 

რულოვსი ტელეკომპანია "ოდიშთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ის ზუგდიდის მცხოვრები გახდა. 

"დღეს ზუგდიდელი გავხდი. ვიყავი იუსტიციის სახლში და დავაფიქსირე ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი აქ ზუგდიდში და ძალიან ვამაყობ. მე მგონი ხვალიდან უკვე შედის ძალაში და ვიქნები უკვე ზუგდიდელი. ვნახოთ ზუგდიდელები როგორ მიმიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია, რომ მათ დავეხმაროთ მერის ამპლუაში და მერე უკვე სულ დავრჩები ზუგდიდში",- ამბობს სანდრა რულოვსი. 

გაერთიანებული ოპოზიცია მერობის კანდიდატს, ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს. 

შუალედური არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულში, ხულოსა და ზესტაფონში 19 მაისს ჩატარდება.  

კომენტარები