Twitter

ტვიტერმა საფრანგეთის მთავრობის ონლაინ-კამპანია მისივე კანონების გამო დაბლოკა

ტვიტერმა საფრანგეთის მთავრობის ონლაინ კამპანია მთავრობისვე მიღებული ანტი-დეზინფორმაციის კანონების გამო დაბლოკა. 

დეკემბერში საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვს გასაჯაროვდეს ინფორმაცია, რა თანხა დაიხარჯა ამა თუ იმ პოლიტიკურ კამპანიაში და ვინ გადაიხადა ის. მიზანი ანონიმური პოლიტიკური შეტყობინებების წინააღმდეგ ბრძოლაა და ონლაინ პლატფორმებს სთხოვს "სამართლიან, გამჭვირვალე და ცხად" ინფორმაციას მისი დამფინანსებლის და გადახდილი თანხის შესახებ. 

მას სჭირდება ონლაინ პლატფორმები, რომ უზრუნველყოს "სამართლიანი, ნათელი და გამჭვირვალე" ინფორმაცია პირის ან კომპანიის შესახებ და თანხის გადახდა ღია და ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზაში.

შეზღუდვა საფრანგეთის ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ კამპანიას შეეხო. 

ტვიტერმა კანონში ამ ჩანაწერის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვა და შემდგომში პოტენციური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით დაბლოკვა გადაწყვიტა.

#OuiJeVote - "დიახ, მე ვაძლევ ხმას" კამპანია ამომრჩევლებს მოუწოდებდა, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ვადებში დარეგისტრირებულიყვნენ

ის საფრანგეთის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული და ტვიტების დასპონსორებასაც გულისხმობდა. 

ტვიტერმა უარი თქვა, აეღო ფული მთავრობისგან რეკლამების განთავსების სანაცვლოდ. 

ერთ-ერთმა დეპუტატმა, ნაიმა მუჩუმ თქვა, რომ თავიდან ეს ამბავი საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფერ კასტანერის თქმით, გადაწყვეტილებით ისიც ფრუსტრირებულია. 

"ტვიტერის პრიორიტეტი ტერორიზმის მადიდებელ პოსტებთან ბრძოლა უნდა იყოს და არა კამპანიების წაშლა, რომელიც მოქალაქეებს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს". 

მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა AFP-ს უთხრა: "ტვიტერმა არ იცის, როგორ მოიქცეს დღეს და გადაწყვიტა სრულად მკაცრ პოლიტიკას მიჰყვეს, რაც კამპანიის სრულად წაშლას გულისხმობს. ჩვენი აზრით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ". 

კომენტარები