სანდრო გირგვლიანის საქმე

ბოკერია გირგვლიანის საქმეზე: პრინციპულად მიუღებელია ვინმესკენ თითის გაშვერა

პარლამენტი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, "პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი დონის ლიდერისგან ვინმესკენ თითის გაშვერა, როცა ისეთი ტიპის უმძიმეს შემთხვევაზეა ლაპარაკი, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე". მისი შეფასებით, ყველა, ვინც შეეცდება, რომ ვინმესკენ გაიშვიროს ხელი, იქცევა პრინციპულად არასწორად და ცუდად.

"ვინმეზე კი არ ვლაპარაკობ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ. ყველა ამ ტიპის მძიმე ამბავზე, სადაც ადგილი ჰქონდა მძიმე დანაშაულს და რომელიც სისტემამ ვერ უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო, ან მერე ვერ უზრუნველყო, რომ დამნაშავეები სრულფასოვნად დასჯილიყვნენ, ამაზე ყველა, ვინც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშია, ერთიანად აგებს პოლიტიკურ პასუხს, იმ პროპორციით, ვისაც რამდენი ძალაუფლება ჰქონდა. არცერთი კონკრეტული პირისკენ ხელის გაშვერა არის არც სამართლიანი, არც სწორი" - უთხრა ბოკერიამ ინტერპრესნიუსს.

ცნობისთვის, რუსთავი 2-თან ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო. მისივე აზრით, საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” ევროსასამართლოს დასკვნა თეა წულუკიანმა დაწერა. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, "არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, თუ რაც იყო, გაუფრთხილებელი, არც რობაქიძის თემასთან არაფერი კავშირი არ მაქვს, დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე".

კომენტარები