ბარსელონას

"ბარსელონამ" გასაყიდი ფეხბურთელების სია შეადგინა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის "ბარსელონა" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ESPN-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას გასაყიდი ფეხბურთელების სიაში ფილიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტი ჰყავს.

სამივე ფეხბურთელი დღეს საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება. "ბარსელონას" იმედი აქვს, რომ ბრაზილიელის, ხორვატისა და ფრანგის სანაცვლოდ, ჯამში 300 მილიონ ევროს მიიღებს. აღებული თანხით, კატალონიელები ახალ მოთამაშეებს დაიმატებენ.

რამდენადაც ცნობილია, "ბარსელონა" ანტუან გრიზმანის, ლუკა იოვიჩისა და მატიას დე ლიხტის შეძენითაა დაინტერესებული. კატალონიელებმა ამსტერდამის "აიაქსიდან" ფრენკი დე იონგი უკვე შეიძინეს. ჰოლანდიელის სანაცვლოდ, კლუბმა 75 მილიონი ევრო გადაიხადა. დე იონგი "ბარსელონას" ზაფხულში შეუერთდება.

კომენტარები