ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ipress

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გუშინ საღამოს დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 4 600-მდე სტუდენტი. 

ცენტრის ინფორმაციითვე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

კომენტარები