ტრანსფობია

"არასასურველი კლიენტი ხარ" - მაჭახელაში ტრანსგენდერი ქალები არ შეუშვეს [video]

დღეს დილით რესტორნების ქსელ "მაჭახელას" ერთ-ერთ ფილიალში ტრანსგენდერი ქალები არ შეუშვეს. სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეოში ისმით დაწესებულების დაცვის თანამშრომლის კომენტარი, რომ ტრანსგენდერი ქალები არასასურველი კლიენტები არიან და სწორედ ამიტომ არ უშვებენ რესტორანში.

ტაბულას სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა, გაბრიელამ უთხრა, რომ იგი მისი ორი მეგობრის დასახმარებლად მივიდა. მისივე თქმით, რესტორნის თანამშრომელმა ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალზე იძალადა.

"ჩემი მეგობარი იყო ნაცემი, თმებით გამოათრიეს, უთხრეს გაშავებულები, არასასურველი კლიენტები ხართო" - ამბობს გაბრიელა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები