აშშ-საქართველო

ბახტაძე: მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიგინგზე აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, აშშს-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გაიზარდოს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალი. 

"ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ ის კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით." - თქვა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები