ქართული კინო

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა

რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 

დანელია თებერვალში პნევმონიით საავადმყოფოში მოხვდა, რის შემდეგაც ექიმებმა ის რეანიმაციაში გადაიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე შეაერთეს, რათა სუნთქვა დაესტაბილურებინათ. 

რეჟისორი თავის შემოქმედებას "ნაღვლიან კომედიებს" უწოდებდა. მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია 1977 წელს გამოსული "მიმინო" და 1980 წელს გამოსული "შემოდგომის მარათონი". დანელიას 1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. 

კომენტარები