თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 5 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, სამრეწველო დასახლების, სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ნადარეიშვილის, გეთიას, ლაღიძის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ღრმაღელეს, ანაპის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, უცნობ გმირთა და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ღამბაშიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, კოტე მახარაძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, მეფისაშვილის, ტაბიძის, ბერძნის, დიდი ხეივნის, წინანაურის, თორთლაძის, ნადიკვარის, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, გრიშაშვილის, გულუას, გულიას, მელქაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ქავთარაძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, ლორთქიფანიძის, ბარათაშვილის, გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მედეა ჩახავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ანა პოლიტკოვსკაიას, პაპაშვილის, შალიკაშვილის და გვირილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი 

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები