მოზამბიკი

მოზამბიკში ქალმა ციკლონის დროს ხეზე იმშობიარა

0 კომენტარი

მოზამბიკში ქალმა ციკლონის დროს მანგოს ხეზე იმშობიარა. ამის შესახებ BBC წერს. 

მარტოხელა დედა ამელი თავის 2 წლის შვილთან ერთად იყო, როცა სახლში მოულოდნელად წყალი შევარდა. 

ამელიმ შვილთან ერთად მანგოს ხეზე ასვლა მოახერხა და ცოტა ხანში გოგონა გააჩინა. 

2 დღის შემდეგ ქალი და მისი შვილები მეზობლებმა გადაარჩინეს. ისინი ახლა მეზობელ დასახლებაში, თავშესაფარში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ისტორია 2000 წელსაც მოხდა. როზიტა მაბუიანგო დედამისმა წლით გარშემორტყმულ ხეზე გააჩინა. 

ბოლო მონაცემებით, მოზამბიკში ციკლონს 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები