13 ივნისის ტრაგედია

13 ივნისის სტიქია - მერიამ ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დედაქალაქის მერია 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ. თბილისის მერიის ცნობით, ჰიპოპოტამის ქანდაკების პროექტის საერთო ღირებულება არაუმეტეს 90 000 ლარი უნდა იყოს.

თბილისის მერიამ კონკურსი საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისთვისაც გამოაცხადა. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება.

"კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში" - აცხადებს მერია.

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება. 

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი აღბეჭდეს.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები