ანტი-ლგბტ კანონი ბრუნეიში

ელენ დეჯენერისი, ჯორჯ კლუნი და ელტონ ჯონი ბრუნეიში ანტი-ლგბტ კანონის წინააღმდეგ

გუშინ, ბრუნეიში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ლგბტ ადამიანები სიკვდილით დაისჯებიან, დასჯის ფორმა კი ქვით ჩაქოლვა იქნება.

ცვლილებების შესახებ, ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკია ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა.

ანტი-ლგბტ კანონის ამოქმედებას ბრუნეიში, ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ და მათ ხალხს მოუწოდეს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა დაწესებულებას, რომელსაც ბრუნეის სულთანი ფლობს.

ელენ დეჯენერისმა საკუთარ ინსტრაგმზე იმ სასტუმროების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც სულთანი ფლობს და ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდა.

"ხვალ, ბრუნეიში ჰომოსექსუალების ჩაქოლვით მოკვლას დაიწყებენ. ჩვენ რამე უნდა ვქნათ. გთხოვთ, გამოუცხადეთ ბოიკოტი იმ სასტუმროებს, რომლებსაც ბრუნეის სულთანი ფლობს. აიმაღლეთ თქვენი ხმა ახლა, გაავრცელეთ სიტყვა", - წერს ელენ დეჯენერისი.

ბოიკოტისკენ მოწოდებას შეუერთდა ელტონ ჯონიც.

"როგორც შეგვიძლია, მესიჯი უნდა გავგზავნოთ, რომ ასეთი მოპყრობა მიუღებელია. სწორედ ამიტომ, დევიდი და მე დიდი ხნის განმავლობაში უარს ვამბობდით ამ სასტუმროებში დარჩენაზე და ასეც გავაგრძელებთ", - წერს ელტონ ჯონი.

ბრუნეიში ანტი-ლგტ კანონის მიღებას გამოეხმაურა ჯორჯ კლუნიც.

"შენ ვერ გარდაქმნი ცუდ ადამიანებს კარგ ადამიანებად, მაგრამ შეგიძლია რომ შეაჩერო კარგი ადამიანები ამაში თანამონაწილეობისგან. მოდით დაგიხატავთ სურათს: 20 წლის შემდეგ, როდესაც თქვენი შვილი გკითხავთ, მართალია რომ ადამიანი, რომელიც ასეთი დიდებული სასტუმროების მფლობელია ჰომოსექსუალებს ქვით ჩაქოლვით კლავდა? და შენ მას ეტყვი, რომ ეს მართალია, მისი შემდეგი კითხვა იქნება - და შენ კვლავ გინდა მანდ?", - თქვა ჯორჯ კლუნიმ.

კომენტარები