კობა გვენეტაძე პარლამენტში

TBC ბანკის საქმე და საბანკო რეგულაციები - დღეს პარლამენტი კობა გვენეტაძეს მოუსმენს

კობა გვენეტაძე
პარლამენტი

დღეს პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენს. პლენარული სხდომა 12:00-ზე დაიწყება.

სებ-ის პრეზიდენტი TBC ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს. ამის შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კობა გვენეტაძე ორივე საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ კომიტეტებზე დაიბარა, თუმცა საკომიტეტო მოსმენები არ გამართულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სებ-ის პრეზიდენტი პარლამენტში 26 თებერვალს, TBC ბანკის დამფუძნებლებთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ კობა გვენეტაძემ თქვა, რომ ფინანსური რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა მართებულად არ მიაჩნდა. იმ დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა ჩაშალა.

კომენტარები