მეცნიერებითა და ფოტოგრაფიით გატაცებულმა, ლინდელ გლედჰილმა გადაწყვიტა რომ სპეციალური აპარატის გამოყენებით ხმისთვის სურათები გადაეღო.
მისი თქმით, ეს საკმაოდ ადვილი პროცესია.
"ჩემი აღჭურვილობა ძალიან მარტივია - აპარატის დინამიკს დამაგრებული აქვს გაწელილი გარსი, რომელიც უკავშირდება წყალს და ხმების გამოშვებისას, ტალღების სხვადასხვა ფორმებს აძლევს. წყლის ზედაპირი სხვადასხვა ფერის ლედ განათებებით არის განათებული და მას კამერა უღებს სურათებს", - თქვა ლინდელ გლედჰილმა.