ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი

"ბარსელონა" მესის სამუდამო კონტრაქტს შესთავაზებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტან ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ESPN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"გვინდა, რომ მესიმ ფეხბურთის თამაშით დიდ ხანს ისიამოვნოს. ის ბარსელონას საზღვრებს გასცდა. მესის მთელი მსოფლიო აღმერთებს და აფასებს", - თქვა ბარტომეუმ.

ცნობისათვის, მესის "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს. უკანასკნელად, მან კატალონიელებთან ახალი ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა.

კომენტარები