ხანძარი სამხრეთ კორეაში

ხანძარი სამხრეთ კორეაში - დაიწვა 525 ჰექტარი, 198 სახლი, 4000 ადამიანი ევაკუირებულია

0 კომენტარი

ათასობით მეხანძრე და ჯარისკაცი 5 აპრილს სამხრეთ კორეაში გაჩენილ ცეცხლს ებრძვის.

ხანძარი განვონის პროვინციის აღმოსავლეთიდან ხუთშაბათ საღამოს გაჩნდა და სოკჩოს, განუნის ქალაქებში გავრცელდა. დაიწვა დაახლოებით, 525 ჰექტარი, 198 სახლი და საწყობები. 

გიმნაზიებიდან და სკოლებიდან დაახლოებით 2263 მოქალაქე იქნა ევაკუირებული. 52 სკოლა დაიხურა.  

სამხრეთ კორეის მთავრობის თქმით, ხანძარმა 4 ათასზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება აიძულა. პოლიციამ გზაზე გარდაცვლილი კაცის სხეულიც იპოვა, დაშავებულია 11 ადამიანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ტყის ხანძრის ჩასაქრობად ყველა ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენება მოითხოვა.

ცეცხლის ჩაქრობას 872 სახანძრო მანქანა და 3251 მეხანძრე ცდილობს. ადგილზე 16 500 ჯარისკაცი, 32 სამხედრო ვერტმფრენი და 26 სამხედრო სახანძრო მანქანაა განლაგებული, რათა უზრუნველყონ 6800 ადამიანის უსაფრთხოება.

ცეცხლი გოსონგისკენ მიმავალი გზის გასწვრივაც გავრცელდა, რაც დედაქალაქიდან 210 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

"რადგანაც ქარი განსაკუთრებულად ძლიერია, მსხვერპლის შემცირებისკენ ვართ ფოკუსირებული, ვიდრე ხანძრის ჩაქრობისკენ,"- ამბობს განვონის გუბერნატორი, ჩვე მუნ სუნი. 

შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრო ამბობს, რომ 4 მილიარდი ვონი (4.8 მილიონი დოლარი) ხანძრის მიერ დაზიანებების აღდგენას, ხოლო 250 მილიონი ვონი დროებით საცხოვრებლებს და ევაკუირებული ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები