ჯონ მაკკეინი

კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვეს

Huffington Post

კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ, ივანა კუდრიას სახელობის ქუჩას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვეს. გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ 4 მარტს მიიღო.

კიევის საკრებულოს მდივნის, ვოლოდიმირ პროკოპივი თქმით, ჯონ მაკკეინი აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის ინტერესებსა და მისწრაფებებს - გამხდარიყო თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო. მაკკეინი დონბასშიც არაერთხელ ჩავიდა.

"მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა მოგვმართეს ჩვენ, ჯონ მაკკეინის ქუჩის არსებობის შემოთავაზებით ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. ამრიგად, საკმაოდ ლოგიკურია, რომ კიევის საკრებულომ ქუჩისთვის მისი სახლი დარქმევის ინიციატივას მხარი დაუჭირა", - აღნიშნა კიევის საკრებულოს მდივანმა.

მისი თქმით, ინიციატივას ჯონ მაიკკეინის ოჯახიც უჭერდა მხარს.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები