ზუგდიდის მერობის კანდიდატი

ქართულმა ოცნებამ ზუგდიდელებს მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია წარუდგინა

ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.

კანდიდატის წარდგენას ქვეყნის პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

ზუგდიდის მოქალაქეებს სიტყვით პრემიერმა მიმართა და აღნიშნა, რომ შენგელია ზუგდიდის მერობის უალტერნატივო კანდიდატია.

"თქვენივე რჩევით და რეკომენდაციით, ქართულმა ოცნებამ შევარჩიეთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია. ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით: პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლა უნიკალური გამოცდილება. მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს - რა სჭირდება დღეს ზუგდიდს, დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და იმ ყველა პრობლემის დროული მოგვარება, რომელიც არის ქალაქში. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. მეორე - გეგა არის სუფთა პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რაც ჩემთვის პირადად, ისევე როგორც თქვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გეგა ამ თვალსაზრისითაც არის უალტერნატივო კანდიდატი. მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული ზუგდიდელი, მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს- ეს არის ქართული ოცნება და გეგა შენგელია",- თქვა პრემიერმა. 

 

კომენტარები