ქართული ოცნება

"აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია"- ზუგდიდში ღარიბაშვილმა კვლავ "9 წლიან რეჟიმზე" ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე, კვლავ წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა. 

ღარიბაშვილის თქმით, ამ პერიოდზე საუბარი არ სურდა და ენმ-ის გახსენებისთვის მომხრეებიც კი ხშირად საყვედურობენ, მაგრამ "ვითარება და ისეთი მოცემულობაა ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი".

"ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს",- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები