ქალზე ძალადობა

მოსამართლემ ქალს ჰკითხა, დახურა თუ არა ფეხები ძალადობამდე - ის შეიძლება დროებით დაითხოვონ

AP

ნიუ ჯერსიში მომუშავე მოსამართლეს, რომელმაც ქალს ჰკითხა, დახურა თუ არა ფეხები, რათა თავიდან გაუპატიურება აეცილებინა, შესაძლოა სამი თვით უფლებამოსლება შეუჩერდეს. ამ პერიოდში მოსამართლე არც ანაზღაურებას მიიღებს. რეკომენდაცია სახელმწიფო კომიტეტმა გასცა. მას ივლისში განიხილავენ მოსამართლეთა ქცევის მრჩეველთა კომიტეტის სხდომაზე. 

რეკომენდაცია მას შემდეგ შემუშავდა, რაც კომიტეტმა ჯონ ფ. რუსო ჯუნიორი სასამართლო ქცევის კოდექსის დარღვევის 4 შემთხვევაში ამხილა, მათ შორის ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლ ქალს შეეხებოდა.  

2016 წელს ქალმა სასამართლოში მის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე საჩივარი შეიტანა. ქალს სურდა, კაცისთვის, რომელმაც, მისი თქმით, მასზე იძალადა, შემაკავებელი ორდერი გამოეწერა. ქალი ასევე ამტკიცებდა, რომ კაცი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მისი შვილის მისამართით მიუღებელ განცხადებებსაც აკეთებდა.  

იმავე წლის მაისში აღნიშნული საქმის განხილვისას ქალსა და მოსამართლე რუსოს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: 

მოსამართლე: იცით თუ არა, როგორ უნდა შეაჩეროთ ვინმე, შეწყვიტოს თქვენთან კონტაქტი?

ქალი: დიახ. 

მოსამართლე: როგორ გააკეთებდით ამას? 

ქალი: შევეცდებოდი, ფიზიკური ტკივილი მიმეყენებინა თავდამსხმელისთვის და მეთქვა "არა". 

მოსამართლე: კიდევ? 

ქალი: ვთხოვდი, შეჩერებულიყო. 

მოსამართლე: კიდევ? 

ქალი: გავიქცეოდი: 

მოსამართლე: გაქცევა, გაქცევა. კიდევ რამე? შენი სხეულის ნაწილების დაბლოკვა? ფეხების დახურვა? პოლიციაში დარეკვა? სცადე, ეს გაგეკეთებინა?"

ქალმა უთხრა, რომ პოლიციას მოგვიანებით დაურეკა. მოსამართლე რუსო კი აგრძელებდა მისთვის კითხვების დასმას იმის შესახებ, სთხოვა თუ არა კაცს, შეჩერებულიყო ან თავად თუ სცადა გაქცევა და როგორ შეაჩერა კაცმა ქალი, ეს არ გაეკეთებინა. 

მოსამართლეთა ქცევის კომიტეტი ამბობს, რომ მოსამართლე რუსოს ქცევა კი დაკითხვა უსაფუძვლო, უდიერი და შეუსაბამო, რამაც მოსარჩელე ხელახლა დააზარალა. 

კომენტარები