სტიქია ირანში

მალხაზ სონღულაშვილი: იმედია, ჩვენი ხალხი გულთან ახლოს მიიტანს მეზობელი ირანის ტრაგედიას 

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა

თბილელი ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი ირანში მომხდარ წყალდიდობას ეხმაურება.

სტიქიამ, რომელიც ირანში 19 მარტს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, სულ მცირე, 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 86 000 ადამიანი ევაკუირებულია და დროებით თავშესაფარში ცხოვრობს. 

მალხაზ სონღულაშვილი წერს: 

"არ შეიძლება გულთან ახლოს არ მივიტანოთ ირანელი ხალხის ტრაგედია

მასმედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოები ირანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ აუღელვებალს ვერ დატოვებს ვერც ერთ ადამიანს, ვისაც ემპათიის უნარი აქვს. ადვილი საყურებელი არ არის ნახვა თუ როგორ იტაცების დიდებსა და პატარებს აბობოქრებული წყალი, როგორ ნაფოტებივით ათამაშებს წყლის ზვირთები ასობით მანქანას, ქონებას, როგორ მოაქვს წალს დამხრჩვალი ბავშვების ცხედრები და მათი სათამაშოები.

მარტის მეორე ნახევრში დაწყებულმა წყალდიდობებმა, ნავრუზის დღესასწაული ჩააშხამა ირანელებს. სამხიარულო დღეები სამგლოვიაროდ უქცია მრავალ ადამიანს.

უბედურება ირანის მარტო ერთ მხარეს არ დაატყდა. ირანის 31 პროვინციიდან ერთი მესამედი მოიცვა სტიქიის მძვინვარებამ. წარმოუდგენელი ზარალი მიადგა ქვეყანას: განადგურებულია გზები, ხიდები, კომუნიკაციები... ყველაზე მთავარი და გულსაკლავი კი ის არის, რომ არის დიდი ადამიანური მსხვერპლი ჯერ მხოლოდ 80-მდე ადამიანის გვამია ნაპოვნი. არავინ იცის სად გამორიყავს სხვა დაღუპულების გვამებს აბობოქრებული სტიქია.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი გულთან ახლოს მიიტანს მეზობელი ირანელი ხალხის ტრაგედიას და დახმარების ხელს გაუწოდებს მას. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს ირანს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს დაღუპულები და ანუგეშოს ჭირისუფლები". 

კომენტარები