ბავშვები

კალიფორნიის კლინიკაში ბავშვები საოპერაციომდე პატარა მანქანებით მიდიან

0 კომენტარი

კალიფორნიაში არსებობს ერთი კლინიკა, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდი აქვს, თუ როგორ გაუქროს სტრესი მათ, ვისაც ქირურგიული ოპერაციის ეშინიათ. მედპერსონალს მცირეწლოვანი პაციენტებისთვის 2 მინი მანქანა აქვთ, რითაც ბავშვები საოპერაციოსკენ მხიარულად მიდიან. 

პატარა შავი მერსედესი ცენტრმა შეიძინა, ხოლო მეორე ვარდისფერი ფორცვაგენი კლინიკის მედდას აჩუქეს.

ექიმები ამბობენ, რომ მანქანები ბავშვებში შიშს აქრობს.

"როცა ბავშვები მანქანებს ხედავენ, თვალები უბრწყინავთ და როცა იგებენ, რომ შეუძლიათ გაისეირნონ, მათ უხარიათ, შიში ქრება",- ამბობს საოპერაციოს მედდა კიმბერლი მარტინესი, რომელიც ამ იდეის ავტორია. 

მისივე თქმით, მშობლები მშვიდად არიან, როცა ხედავენ, რომ მათი შვილები ძალდატანების გარეშე, თამაშით და მხიარულად მიდიან საოპერაციო ოთახისკენ. 

მანქანები 2 დან 7 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. აქვს მუსიკალური სისტემა, შესაძლოა დისტანციურად მართვა. ასევე, ძალიან უსაფრთხოა ბავშვებისთვის. აქვს დამცავი ღვედი და სამართავი პულტი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები