ველური ბუნება

სამხრეთ აფრიკაში სპილოს მიერ მოკლული ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს

0 კომენტარი

სამხრეთ აფრიკაში, კრიუგერის ნაციონალურ პარკში, მარტორქაზე მონადირე ბრაკონიერი სპილომ მოკლა, ლომებმა კი ის შეჭამეს. ამის შესახებ BBC წერს. 

სამშაბათს, ბრაკონიერის ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ კაცი სპილომ მოკლა. ისინი პარკში მივიდნენ და გვამის ძებნა დაიწყეს. 2 დღის შემდეგ, მხოლოდ კაცის თავის ქალა და შარვლის ნაგლეჯი იპოვეს. 

პარკის ადმინისტრაციამ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

"პარკში ნადირობა უკანონოა, ასევე ფეხით სიარული სახიფათოა. ეს ინციდენტი ამის დასტურია",- ამბობს ადმინისტრაციის უფროსი. 

კრიუგერის ნაციონალურ პარკს არაერთხელ ჰქონია პრობლემა ბრაკონიერებთან. აზიურ ქვეყნებში მარტორქის რქა ძვირად ფასობს. 

რამდენიმე დღის წინ, ჰონგ-კონგის აეროპორტში ბოლო ხუთი წლის მანძილზე მარტორქის უდიდესი რქა იპოვეს, რომელიც 2,1 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები