ბუნებრივი აირი

კახა კალაძე: კუსტარულად დაყენებული გაზგამათბობლები სერიოზული პრობლემაა

თბილისის მერია

დიღომში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირს გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას კახა კალაძე გამოეხმაურა.

თბილისის მერის თქმით, კუსტარულად დაყენებული გამათბობლები პრობლემას წარმოადგენს.

"პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უფრო მეტი კომუნიკაცია და ახსნა-განმარტებაა საჭირო მოსახლეობისთვის", - თქვა კახა კალაძემ

დღეს, დიღომში ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც შიდა კედლების ნგრევა მოყვა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

კომენტარები