ბუნებრივი აირის გაჟონვა

ყაზტრანსგაზ-თბილისი შესული ზარების ქრონოლოგიას აქვეყნებს

ყაზტრანსგაზ თბილისი აცხადებს, რომ არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია მოსახლეობაში პანიკის დათესვა გამოიწვიოს. ამიტომ, კომპანია შემოსული ზარების ქრონოლოგიას აქვეყნებს. 

"კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27-ზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად, გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზი თბილისის" წარმომადგენლები შემთხვევამდე ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, სიცრუეა და ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისი. 

აფეთქება დღეს, 7 აპრილს დიღმის მასივში მოხდა. ის ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად სავარაუდოდ 8 ადამიანი დაშავდა, თუმცა ისინი ნამგრევებში არ მოყოლილან.


ფოტო: ყაზტრანსგაზ-თბილისი

კომენტარები