კასიმირ პულასკი

ჯორჯ ვაშინგტონთან ერთად მებრძოლი პოლონელი გენერალი შესაძლოა ქალი ან ინტერსექსი იყო

getty images

პოლონელი გენერალი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონთან ერთად იბრძოდა, შესაძლოა ქალი ან ინტერსექსი იყოს. 

მკვლევარები ამბობენ, რომ 18-ე საუკუნეში მოღვაწე პოლონელი-ამერიკელი გენერალი, კასიმირ პულასკი ან ქალი იყო, ან ინტერსექსი

პულასკი, დიდგვაროვანი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის არმიას შეუერთდა და ბრიტანული ჯარის 1777 წელს ბრიტანეთის ჯარის წინააღმდეგაც იბრძოდა, როგორც პოლონეთის, ისე აშშ-ის ისტორიული გმირია. 

მკვლევარებმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პულასკის ჩონჩხს მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, თუმცა მაშინ ამის დადასტურება ვერ შეძლეს. 

ახლა კი დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ქალის ჩონჩხი ნამდვილად პულასკის ეკუთვნის. 

მკვლევარების ამ აღმოჩენის შესახებ ვრცლად სიმსონიანის დოკუმენტური ფილმების არხზე 8 აპრილს ისაუბრებენ. ფილმს, რომელიც არხის ეთერში გავა, ასე ჰქვია: "ამერიკის დაფარული ისტორია: იყო თუ არა გენერალი ქალი"

კასიმირ პულასკი 1745 წელს ვარშავაში დაიბადა და პოლიტიკით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. ის პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა რის გამოც რუსეთი დევნიდა და ამის გამო პარიზში გამგზავრებაც მოუწია. სწორედ აქ შეხვდა ის ამერიკელ რევოლუციონერს, ბენჟამინ ფრანკლინს, რომელმაც პულასკი დაარწმუნა, ამერიკის რევოლუციის სასარგებლოდ ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. 

ითვლება, რომ სწორედ პულასკიმ იხსნა ჯორჯ ვაშინგტონის სიცოცხლე 1777 წლის ბრენდივაინის ბრძოლაში - სწორედ მან იპოვა გასასვლელი, საიდანაც ვაშინგტონმა და მისმა თანმხლებმა ადამიანებმა ბრძოლის ადგილი დატოვეს. 

პულასკი 1779 წელს 34 წლის ასაკში დაიღუპა, მას შემდეგ, რაც სავანას ალყაში სასიკვდილოდ დაიჭრა. 

მისი ძვლები მეტალის კონტეინერში, სავანაში, მონუმენტის ქვეშ ინახებოდა. როცა 20 წლის წინ მონუმენტი დროებით აიღეს, მკვლევარებმა მისი ძვლების ეგზგუმაცია და შესწავლა შეძლეს. 

ჩარლს მერბსი, არიზონას შტატის უნივერსიტეტის ანტროპოლოგი ჩონჩხის პირველად ნახვისას თავის რეაქციას იხსენებს: "ჩემმა კოლეგამ, დოქტორმა ბარნსმა მითხრა: "შედი და ნახე, ოღონდ კივილი არ დაიწყო. ყურადღებით დააკვირი, შემდეგ დავსხდეთ და განვიხილოთ". როგორც კი ჩონჩი ვნახე, მივხვდი, რაზე საუბრობდა ბრანსი - ის ქალს ეკუთვნოდა".  

როცა გაირკვა, რომ ჩონჩხი ქალისაა, მკვლევარებმა დაიწყეს გარკვევა, ის მართლაც პულასკის ეკუთვნოდა თუ არა, ხომ არ იყო პულასკის ნამდვილი ცხედარი ჩანცვლებული და სხვა. 

თავდაპირველად მათ ჩონჩხის დაზიანებები შეისწავლეს. დადასტურდა, რომ ის სიცოცხლეში ცხენზე იჯდა. 

ამის შემდეგ დნმ-ის ანალიზი ჩატარდა, თუმცა, შედეგების მიღება რთული აღმოჩნდა. 

ცოტა ხნის წინ კი მკვლევართა ახალგაზრდა ჯგუფმა საქმის ხელახლა გამოკვლევა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გადაწყვიტა. სწორედ მათ დაადასტურეს, რომ ჩონჩხის დნმ პულანსკის შთამომავლების იდენტური იყო. 

გაერო ამბობს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1,7% იბადება ინვერსიული თვისებებით, რაც ნიშნავს, რომ მათ როგორც ქალის, ასევე კაცის სქესობრივი მახასიათებლები აქვთ. დოქტორი მერბსი ფიქრობს, რომ პულასკი გაიზარდა, როგორც კაცი და არასდროს სჯეროდა, რომ ქალი ან ინტერსექსი იყო, შესაძლოა მხოლოდ ეფიქრა, რომ "რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან მას ამის შესახებ უბრალოდ ვერაფერი ეცოდინებოდა". 

კომენტარები