ვეჯინის ბიბლიოთეკა

გურჯაანის მერის ცნობით, სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს

სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა
არჩილ ხანდამაშვილი

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდარმაშვილის ინფორმაციით, დაარბიეს სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა. 

მისივე ცნობით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც.   

"#ამწუთებში, სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს, განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი.

იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, რომლის ლოკალიზებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად იზრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

მომხდარზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება", - წერს გურჯაანის მერი. 

კომენტარები