კრიმინალი

სასამართლომ პაპის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებულებს 16-16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამით მეორე ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებს 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში გ.გ. და მ.კ. ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლისა და მისი თანხის დაუფლების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და ჯ.კ.- ს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ჯ.კ. გარდაიცვალა, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს თბილისში დააკავეს.

კომენტარები