Game of thrones

GOT-ის მსახიობები ამბობენ, რომ კიტ ჰარინგტონი სცენარის კითხვის დროს ტიროდა

HBO-ს საკულტო სერიალში Game of Thrones-ში პერსონაჟ სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ამბობს, რომ ყველა მსახიობი შოკში იყო, როდესაც სცენარი წაიკითხეს, განსაკუთრებით კი ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კიტ ჰარინგტონი, რომელმაც ბოლო წუთამდე არ იცოდა, როგორ მთავრდებოდა სერიალი. 

ამის შესახებ სოფი ტერნერმა Meduza-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"საერთოდ ჩვენ ყველა შოკში ვიყავით, როდესაც სცენარი წავიკითხეთ, განსაკუთრებით კიტ ჰარინგტონი [ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი]. ყველამ დავინახეთ მისი რეაქცია. ის ბოლო წამამდე იკავებდა თავს და მხოლოდ სცენარის კოლექტიური წაკითხვის დროს გაიგო, რა მოხდებოდა. 

ეს სეანსი ძალიან მაგარი იდეა იყო - ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ კითხულობდა სცენარს თითოეული ჩვენგანი პერსონაჟების ხმებით. და, აი, ასე კიტი ერთადერთი იყო, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდებოდა. ის ღრმად სუნთქავდა, ყვიროდა და იძახდა: "ჯანდაბა! აი, ეს მესმის! გაოგნება შეიძლება!" - ამბობს სოფი ტერნერი. 

მედუზამ ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა სოფი ტერნერთან და სერიალში არია სტარკის როლის შემსრულებელ მეისი უილიამსთან. უილიამსი ადასტურებს, რომ კიტ ჰარინგტონისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო სცენარის წაკითხვა. 

"ის ამბობდა "რა? რა? ასე როგორ შეიძლება? არ შეიძლება, რომ ეს მოხდეს!" და ატირდა კიდეც,"- ამბობს უილიამსი. 

ტერნერი და უილიამსი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ მათი პერსონაჟების მონაწილეობით სერიალში ერთი გამორჩეული სცენაა, რომელიც ორივე სტარკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

Game of Thrones-ის ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა. 

კომენტარები