გამოსაშვები გამოცდების გაუქმება

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ამჯერად მხარი დაუჭირა

ipress

80 მომხრე და 8 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მეორე ცდაზე მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს მიმართა და ყურადღებისკენ მოუწოდა. 

5 აპრილს, ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო. ცვლილებების მისაღებად საჭირო 63 ხმა იყო.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი კვლავ ღილაკების არევა გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო რა კანონპროექტზე იყო საუბარი და საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დამდგარიყო, თუმცა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა". პარლამენტის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ხმაური არ არის არგუმენტი.

კომენტარები