რეკორდსმენი მეკარე

73 წლის ებრაელი მეკარე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

ისრაელის საფეხბურთო კლუბის მაკაბი აირონის მეკარე ისააკ ჰაიკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 73 წლის გოლკიპერი ისრაელის რანგით მეხუთე დივიზიონის მატჩში მინდორზე გავიდა და გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ოფიციალურ მატჩში უთამაშია.

აქამდე, აღნიშნული რეკორდი ურუგვაელ რობერტ კარმონის ეკუთვნოდა. 2015 წელს, ის მოედანზე 53 წლის ასაკში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1 კვირაში, ისააკ ჰაიკი 74 წლის ხდება.

კომენტარები