არადეკლარირებული სიგარეტი

შემოსავლების სამსახური: ქვეყანაში 41 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ

flickr.com

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 3-8 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სადახლო“, "წითელი ხიდი" და "გუგუთი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 41 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იპოვეს.

კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით თითოეული 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

"ამასთან, 3 აპრილს წითელი ხიდზე აღმოჩენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაეცა" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

აღსანიშნავია, რომ უაქციზო სიგარეტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები იანვრიდან მარტამდე 2018 წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. წაიკითხეთ დეტალურად.

კომენტარები