სახელისუფლო ტროლები

MDF-მა კიდევ 15 სახელისუფლო ტროლი გამოავლინა - კვლევის დეტალები

MDF

საქართველოს მედიის განვითარების ფონდმა TBC-ს, არასამთავროებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო ტროლების კამპანიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ფონდის ინფორმაციით, კვლევა “სახელისუფლებო ტროლების იდენტიფიცირებასა და მათ მიერ ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.“

კვლევამ გამოავლინა კიდევ 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. აქედან უმეტესობა რუსული სოციალური ქსელების მომხმარებლების ინფორმაციას იღებს. ტროლებს მეგობრებში ჰყავთ დამატებული პროფილები, რომლებიც ასევე  სხვა ადამიანების იდენტობას იპარავენ. ისინი ერთმანეთის გაზიარებულ ბმულებს იწონებენ და ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან.


ფოტო: MDF

“ტროლები მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ფეისბუკ ჯგუფებში არიან გაწევრიანებული, ასევე იდენტურ ფეისბუკ გვერდების და მედიების ინფორმაციას ავრცელებენ“ - ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნული პროფილები სოციალურ ქსელში აქტიურად უჭერენ მხარს ქართული ოცნების თავმჯდომარეს. ისინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ. ტროლები ასევე სიმპათიას გამოხატავენ კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მიმართ.


ფოტო: MDF

15 პროფილიდან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და გაზიარებული.

ტროლები ასევე “ოპოზიციური პარტიების, არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებისა და სხვა ფეისბუკ მომხმარებლის პოსტებს ან ინფორმაციის შინაარსს თავიანთ კომენტარებში ეჭვქვეშ აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ავტორები თავიანთ მოსაზრებებს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.“

აღსანიშნავია, რომ MDF-ის ცნობით, ტროლები განსხვავებულ თემებზე რეაგირებით ხელისუფლების ქმედებებს ამართლებდნენ - იქნებოდა ეს ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები, 2008 წლის ომი, დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზანშეწონილობა და სხვა საკითხები.


ფოტო: MDF

4 მარტს TBC-ის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წერილის გამოქვეყნებას ტროლების ხელახალი მობილიზება მოჰყვა არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძის, არამედ არასამთავრებო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის მიმართ. MDF-ის ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტროლები იდენტური შინაარსის კრიტიკულ პოსტებს რამდენიმეწუთიანი შუალედით აქვეყნებდნენ. კამპანია სიტყვის გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა.


ფოტო: MDF

მოპარული იდენტობები:

ტროლი - პლატფორმა/ორგანიზაცია - მოპარული იდენტობა

  • Mariam Svanidze – Одноклассники - ♕Svetlana♕ Ajiotaje♕одежда♕ სვეტლანა (ასტრახანი, რუსეთი);
  • Ketevan Arabuli – Одноклассники - Lusine Vardanyan ლუსინე ვარდანიან (ერევანი, სომხეთი);
  • Giorgadze Lekso – Одноклассники - Дмитрий Михайлов დმიტრი მიხაილოვი (აჩინსკი, კრასნოდარის მხარე, რუსეთი);
  • Tamro Todadze – Vkontakte - Natasha Baskaeva რუსი დიზაინერი და მოდელი ნატაშა ბასკაევა (მოსკოვი, რუსეთი);
  • Nino Menabde – Vkontakte - Lina Abu-El-Khassan ლინა აბუ-ელ-ხასანი (მაიამი ბიჩი, აშშ);
  • Marika Dgebuadze – Vkontakte - Amalia Akhmedova ამალია ახმედოვა (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი);
  • ანი იორდანიშვილი - VKontakte - Christina Margaryan კრისტინა მარგარიანი (ერევანი, სომხეთი);
  • Nana Ediberidze – Vkontakte -  Marina Rozhkova მარინა როჟკოვა (კოვროვი, რუსეთი);
  • Saba Giorgadze – Vkontakte - Рашид Магомедов რაშიდ მაგომედოვი (ხასავიურტი, დაღესტანი, რუსეთი);
  • Marika Melikidze - VKontakte - Natalia Timofeeva ნატალია ტიმოფეევა, (მინერალური წყლები (მინვოდი) - ქალაქი რუსეთის სტავროპოლის მხარეში;
  • Salome Koridze - VKontakte - Gayane Harutyunyan გაიანე ჰარუტინიანი (ერევანი, სომხეთი);
  • გიორგი ტუღუში - შვედეთში დაბადებული თურქი მსახიობი Barış Arduç, რომელიც თურქულ სერიალში “დაქირავებული სიყვარული” თამაშობს;
  • Salome Sixarulidze - ცნობილი სერიალის “ახალგაზრდა პაპი” მსახიობი მადალინა ბელარიუ;
  • Marika Wveraidze - 1. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტის. 2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის;
  • Giorgi Baliashvili - Facebook - 1. Игорь Бахмацкий (კიევი, უკრაინა) 2. გიორგი ბელიაშვილს ყოფილ სამსახურად მითითებული აქვს გამოცემა “ლიბერალი”.

მედიის განვითარების ფონდმა თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი გვერდები თებერვალშიც შეისწავლა. წაიკითხეთ დეტალურად.

კომენტარები