TI-ის კვლევა: საბანკო რეგულაციების გამო სესხის აღების პრობლემა გამოკითხულთა 64%-ს შეექმნა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, საბანკო რეგულაციების გამო სესხის აღების პრობლემა გამოკითხულთა 64%-ს შეექმნა. 

24%-ს პრობლემა არ შექმნია. 

რეგულაციების ამოქმედების შემდეგ სესხის აღება გამოკითხულთა 85%-მა სცადა.   

რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა და დაქირავებით დასაქმებულთათვის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობას გულისხმობს - გამოკითხულთა 87%-ს ახალი საპენსიო სქემის შესახებ სმენია, თუმცა ამ ადამიანთა უმრავლესობა (53%) აღნიშნულ პროგრამას უარყოფითად აფასებს.

ძალიან დადებითად აფასებს - 3%

დადებითად - 17%

ნეიტრალურად - 22%

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

კომენტარები