კობა გვენეტაძე პარლამენტში

ჭიაბერაშვილი: რეგულაციებს საფუძვლად უდევს აზროვნება, რომ არ შეგვიძლია გავზარდოთ ეკონომიკა

ტაბულა

"ეკონომიკური აზროვნება, რაც ამ რეგულაციებს საფუძვლად უდევს არის შემდეგი: ჩვენ არ შეგვიძლია გავზარდოთ ეკონომიკა, ჩვენ არ შეგვიძლია საკმარისი ტემპით გავზარდოთ ექსპორტი, ჩვენ არ შეგვიძლია საკმარისი ტემპით გავზარდოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები" - განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

"ვხედავთ, რომ შემცირებაა უცხოურ ინვესტიციებში, შემცირებაა ენერგეტიკაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი დარგი უნდა იყოს. ვგულისხმობ ინვესტიციებს და ვგულისხმობ, ბუნებრივია, რომ ზრდა არ არის საკმარისი ეკონომიკაში. არ არის საკმარისი ზრდა, მაგალითად, ლოჯისტიკაში და ვიცით რა მდგომარეობა არის რკინიგზაში, რაზედაც ბატონ ბახტაძესთან არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ არ შეგვიძლია გავზარდოთ ყველაფერი, რაც შემოიტანს უცხოურ ვალუტას ქვეყანაში, ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავაქვეითოთ ჩვენი მოსახლეობის მსხყიდველუნარიანობა, იმიტომ რომ ნაკლები დოლარი გავიდეს, ანუ ნაკლები იმპორტი შემოვიდეს - აი ეს აზროვნება, - რომ ნაკლები მობილური, ნაკლები მაცივარი, ნაკლები გაზქურა გაიყიდოს ქვეყანაში, - ეს არის ეკონომიკური აზროვნება, რომელიც წარმოგვიდგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა" - ამბობს ჭიაბერაშვილი.

8 აპრილს პარლამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კიდევ ერთხელ ეწვია, რადგანაც 5 აპრილს მისი მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

კომენტარები