TI: 96%-ის აზრით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე საფუძვლიანად არ გამოუძიებიათ

Mediamall.GE

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, 84% ფიქრობს, რომ ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე” სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.

6% ფიქრობს, რომ საქმე კარგად არის გამოძიებული. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 96% საქმის შესახებ ინფორმირებულია, 79% ფიქრობს, რომ ზოგადად გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგი გადაწყვეტილება იქნება.

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია. 

16 წლის დავით სარალიძე 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა.

კომენტარები