ბრექსითი

ტერეზა მეი მერკელს და მაკრონს ბრექსითის 30 ივნისამდე გადადების მხარდაჭერას სთხოვს

ანგელა მერკელი და ტერეზა მეი
AFP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ბრექსითის თაობაზე მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს.

მეი მათ სთხოვს მხარი დაუჭირონ ბრექსითის 30 ივნისამდე გადადებას. გადადების თაობაზე კენჭისყრას ევროკავშირის ქვეყნები 10 აპრილს გამართავენ.

ბრექსითის ვადა ერთხელ უკვე გადაიწია და ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 12 აპრილამდე აქვს.

8 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პრემიერმინისტრს ავალდებულებს შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლის ნაცვლად ბრექსითის გადადება მოითხოვოს, თუმცა ამას ევროკავშირის 27 ქვეყანაც უნდა დათანხმდეს. ევროკავშირის ლიდერების თქმით გადადებამდე აუცილებელი იცოდნენ როდის და რა შეთანხმებას დაუჭერს ბრიტანეთი საბოლოოდ მხარს. ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსითის გეგმა ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ამჟამად მეი მოლპარაკებებს ლეიბორისტულ პარტიასთან აწარმოებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

გარდა ამისა, 30 ივნისამდე ბრექსითის გადადების შემთხვევაში ბრიტანეთს 23 მაისს დანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.

კომენტარები