არჩევნებში ჩარევა

კანადის პრემიერმინისტრი საპარლამენტო არჩევნებში რუსული ჩარევის საფრთხეზე საუბრობს

CTV News

კანადის პრემიერმინსტრმა ჯასტინ ტრუდომ მომავალ საპარლამეტო არჩევნებში რუსეთისა და სხვა საგარეო მოთამაშეების ჩარევის საფრთხეზე ისაუბრა.

"გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ დემოკრატიულ პროცესებში საგარეო აქტორების ჩარევის ან კავშირის მზარდი ტენდენცია," - განაცხადა ტრუდომ 5 აპრილს გამართულ ტორონტოს პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყნები მრავალი პოლარიზაციის გამომწვევი კამპანიისა და სოციალურ მედიის უკან დგანან, რამაც ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო დაყოფილი და აგრესიული გახადა, ვიდრე ადრე იყო," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ტრუდომ.

ტრუდოს თქმით, კანადის დემოკრატიული ინსტიტუტების მინისტრი კარინა გულდი არჩევნების დაცვისთვის სხვადასხვა გზებს ქმნის, რათა არჩევნების ბედი მხოლოდ კანადელებმა განსაზღვრონ.

რუსული ჩარევის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტია ფრილენდმაც ისაუბრა.

კანადის საპარლამენტო არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები