თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 10 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, პუშკინის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ასათიანის, ფურცელაძის, მანგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და ათონელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, ელიავას (ნაწილობრივ) და აგლაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, თაყაიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის (ნაწილობრივ), ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, პეტრიწის, ემხვარის, გოძიაშვილის (ნაწილობრივ) და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის, კიევის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები