რუსეთი

რუსეთის ციხეებში იოგის კლასები შეაჩერეს, რადგან "პატიმრებში ჰომოსექსუალიზმს იწვევს"

0 კომენტარი
ფოტო: AFP

5 აპრილს რუსეთის ციხეებში იოგის კლასები შეაჩერეს, რადგან რუსი პარლამენტარის თანახმად, ეს “პატიმრებში ჰომოსექსუალიზმს იწვევს.”

“იოგა იწვევს უკონტროლო სექსუალურ აღგზნებადობას, რამაც შესაძლოა ჰომოსექსუალობა გამოიწვიოს,“ - ვკითხულობთ  რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრის იელენა მიზულიას მიერ პროკურატურისთვის მიწერილ წერილში.

გაზეთ ‘მოსკოვსკი კომსომოლეტსის’ თანახმად, ინიციატივის ლეგიტიმურობის გამოსაძიებლად წერილი პარლამენტარმა პროკურორ იური ჩაიკას მიწერა, რადგან შესაძლოა იოგის კლასების ციხეებში გავრცელებას არეულობა გამოეწვია.

წერილის მიხედვით, იოგის კლასებში ძირითადად ის პატიმრები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ციხის კაფეტერიაში მუშაობდნენ, სხვა პატიმრები კი გეების მომზადებულ საჭმელს არ შეჭამდნენ, რაც შიმშილსა და არეულობას გამოიწვევდა.

პარლამენტარმა ამ ინფორმაციის წყაროდ რუსი რელიგიური სექტების თეოლოგის ალექსანერ დვორნიკის წერილი დაურთო თან. ის რუსეთში გავლენიანი პიროვნებაა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს დაფინანსებულ უნივერისტეტში ასწავლის და ხელმძღვანელობს საბჭოს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს რელიგიურ საკითხებზე აძლევს რჩევას. 2017 წელს მან ღიად დაუჭირა მხარი იეჰოვას მოწმეების აკრძალვას.

სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სარკასტულად დაწერა - “აღგზნებადობა სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს.“

8 აპრილს მიზულინამ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი ამბავი უწოდა, რადგან მისი თქმით, წერილში იოგის კლასების აკრძალვას არ მოუთხოვია და ყალბ სიახლეებზე ახალი რუსული კანონით ამ ინფორმაციის დაბლოკვას აპირებს - “მე ჩემ საქმეს და რუსი ხალხის ნებას ვასრულებდი.”

2013 წელს მიზულინამ შეიმუშავა კანონპროექტი, რაც ჰომოსექსუალურობის პროპაგანდას კრძალავდა.

ამავე წელს დუმაში წარადგინეს „გეების პროპაგანდის“ ამკრძალავი ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონპროექტი, რათა დაეცვათ ბავშვები “ინფორმაციისგან, რომელიც ტრადიციურლი ოჯახის ღირებულებების უარყოფას იწვევს.”

მოსკოვის ციხეებში იოგის საპილოტე კლასები უფლებადამცველთა რჩევით 2018 წელს წარადგინეს, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია პატიმრებზე.

რუსეთის ფედერალური ციხის სამსახურის უფროსმა ვალერი მაქსიმენკომ 7 აპრილს ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ პატიმართა უმეტესობა, რომლებიც იოგას კლასებში მონაწილეობდნენ ექიმის დახმარება აღარ ითხოვდნენ. მას ახლო მომავალში კლასების აღდგენა და გაფართოება სურს.

მაქსიმენკოს თქმით, მთელი მსოფლიო აკეთებს ამას, არავისთვის არაფერი დაუშავებია და ვერავის აქცევს გეიდ - “ასეც რომ ხდებოდეს დემოკრატია გვაქვს და ყველას აქვს თავისი გზის არჩევის უფლება.”

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები