მაღაზიის ქურდობა

შსს: "სპარიდან" ალკოჰოლის მოპარვისთვის გორში 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ხ. და 1998 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გორის ფილიალში შეაღწიეს, ფარულად დაეუფლნენ ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს".,- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები